2015-04-21 18:38:51, 569 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციის განრიგს აქვეყნებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის განრიგს აქვეყნებს.
რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება.
I ეტაპი 23 აპრილიდან - 4 მაისამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია მოიცავს 2015 წლის 15 მაისიდან - 9 ივნისის პერიოდს.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი მოიცავს 2015 წლის 22 ივნისიდან - 2015 წლის 11 ივლისის პერიოდს. რეგისტრაცია განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) ბაზაზე II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციას მხოლოდ ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან