|
2017-07-05 11:57:31, 2800 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, არასამთავრობოებმა კონტრარგუმენტების წარმოდგენა ვერ მოახერხეს
ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზიდენტისადმი მოწოდებას ეხმაურება. „ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვთხოვეთ, წარმოედგინათ არგუმენტები, კონტრარგუმენტები თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით და მათ ვერ მოახერხეს ასეთი კონტრარგუმენტების წარმოდგენა. აქედან გამომდინარე ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი. შესაბამისად, ჩვენთვის, ბუნებრივია, მოსაწონი ვერ იქნება ასეთი მიმართვა პრეზიდენტის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ. ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თითოეული ოლქი კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნება. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს მიმართეს, თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადოს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)