2017-07-04 20:21:42, 2222 ნახვა
საზოგადოება
სანქტ-პეტერბურგი-თბილისის რეისზე, თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა
სანქტ-პეტერბურგი-თბილისის რეისზე, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი" ავრცელებს.
მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე შეამოწმეს თვითმფრინავის სალონი და მგზავრების ბარგი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს მგზავრების სკანირება.
მგზავრების სკანირების დასრულების შემდეგ, თვითმფრინავი თბილისში გამოფრინდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან