08:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 14:58:04, 2396 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მიმართულებით ამბიციური მიზანი გვაქვს

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომელიც მონიტორინგის ეტაპიდან პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადასვლას გულისხმობს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ვოიცეხ სავიცკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები. საუბარი, შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის შესახებ ირაკლი კობახიძემ ვოიცეხ სავიცკის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობაზე. ასევე, განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები და რეფორმები, რომლებიც ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საკონსტიტუციო რეფორმას და ეს საკითხი დეტალებში განვიხილეთ. ასევე, გვქონდა საუბარი სხვა მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომელიც დაკავშირებულია ევროპის საბჭოსთან ჩვენს თანამშრომლობასთან და ეს ამბიციური გეგმა გულისხმობს იმას, რომ გვინდა გადავიდეთ მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე და ამისთვის ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და ამას ემსახურება ის რეფორმები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია შედიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics