08:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 14:44:05, 2366 ნახვა

სამართალი კომენტარი
ჯარჯი წიკლაური: გიორგი მამალაძემ პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ იარაღს ინახავდა და ის მას ეკუთვნის

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ  იარაღზე ბრალდებულის შემხებლობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა არ იყო.

როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მამა გიორგი მამალაძემ პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ მისი საძინებელი ოთახიდან ამოღებული იარაღი მას ეკუთვნოდა.

შესაბამისად, პროკურორის შეფასებით, დამატებითი ექსპერტიზების ჩატარების საჭიროება არ არსებობს.

წიკლაურის მტკიცებით, უდავოდ არის დადგენილი, რომ ბრალდებული მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ინახავდა.

„ერთ-ერთმა ადვოკატმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა იარაღის ქონას. მინდა ვურჩიო მას, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე კარგად გაეცნოს საქმის მასალებს. ბრალდებულმა პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ იარაღს ინახავდა, ხოლო მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკისას მისი საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა იარაღი. ამასთან, ბრალდებულმა არც თავად უარყო, რომ იარაღს ინახავდა და მას ეკუთვნის. შესაბამისად არავითარი აუცილებლობა ექსპერტიზების ჩატარების არ არის. მსგავსი უსაფუძვლო განცხადებებით ადვოკატები ეჭვქვეშ ვერ დააყენებენ უტყუარ ფაქტს, რომ ბრალდებული მისსავე საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდა იარაღს“,-აღნიშნა წიკლაურმა და დასძინა, რომ საიდან მოიძია მან ეს იარაღი, რატომ ინახავდა და რა საჭიროება იყო, რომ მას უკანონოდ ეტარებინა იარაღი, აღნიშნულ კითხვებს მამა გიორგი მამალაძე  პასუხს თავად გასცემს როდესაც სასამართლოში დაიკითხება.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძის ადვოკატმა ეკა ლომიძემ განაცხადა, რომ იარაღზე ბრალდებულის შემხებლობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა არ ჩატარებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics