14:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 14:34:38, 2358 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
ბათუმის ახალი ვიდეორგოლი უკვე Euronews-ზე ტრიალებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო.

ამჯერად, კლიპი მხოლოდ ბათუმსა და ბათუმელებზეა, სადაც სრულადაა ასახული ქალაქისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშან-თვისებები. ვიდეო-რგოლი აჭარის სხვა ახალ საიმიჯო კლიპებთან ერთად უკვე ევრონიუსის ეთერში ტრიალებს. სამი თვის განმავლობაში რეგიონის 16-ვე სამიზნე ქვეყანაში პოტენციური ტურისტები ნახავენ და შეიგრძნობენ თუ როგორია საქართველო, აჭარა და ბათუმი თავისი საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით.  

„ვიდეო რგოლი კარგად ასახავს ბათუმის ყოველდღიურობას და მისი, როგორც ქალაქის ტრადიციულ თვისებებს. ყოველწლიურად, ბათუმს ტურისტები ათეულობით ქვეყნიდან სტუმრობენ და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც მათ  ბათუმში იზიდავთ არის ქალაქის ის თვისებები, რომელიც  საშუალებას აძლევთ თავი სტუმართმოყვარე გარემოში უსაფრთხოდ, დაცულად და თავისუფლად იგრძნონ. ჩვენ აღნიშნულ ვიდეორგოლში შევეცადეთ გვეჩვენებინა ბათუმი ზუსტად ისეთი როგორიც ისაა სინამდვილეში: რომანტიკული, ენერგიული, კონტრასტული, უსაფრთხო, თანამედროვე და ტოლერანტული. ყველაფერი ეს უკვე დიდი ხანია ბათუმის ტრადიციად ქცეული ყოველდღიურობაა. სარეკლამო კომპანია Look production-ის გუნდმა  ვფიქრობ 60 წამში ზედმიწევნით ზუსტად მოახერხა გადმოეცა ბათუმი ისეთი როგორიც ის სინამდვილეშია, რის გამოც ასე ძალიან უყვართ და მოსწონთ იგი“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ახალ კლიპზე საუბრისას.

ბათუმის ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION- მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს ჯამში, რეგიონის 4 საიმიჯო ვიდეოკლიპი გადაიღო. 

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics