08:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 14:27:19, 2069 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ბანერების დადგმა ძალიან სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას

„საოკუპაციო ძალის მიერ ბანერების დადგმა და სხვა მსგავსი  ქმედებები არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს ძაბავს და ქმნის რისკებს ამ მიმართულებით, არამედ ძალიან სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მისი აპარატის წარმომადგენელი უკვე გაემგზავრა ადგილზე ვითარების დეტალურად გასაცნობად 

"აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი მოძრაობა, როგორსაც, სამწუხაროდ,  რეგულარულად აქვს ადგილი 2009 წლიდან. ჩვენი აპარატის წარმომადგენელი უკვე გაემგზავრა ადგილზე ვითარების დეტალურად გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად. რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. გასულ წელს მე პირადად ვიყავი ჩასული მოსავლის აღების პერიოდში სწორედ ამ ადგილზე, ვიცნობ ჩილინდარაშვილებს და ხოდელსაც და მაშინ  დიდი ძალისხმევით  მოვახერხეთ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ნაკვეთზე ერთ-ერთმა მოსახლემ აიღო მოსავალი. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ამ მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების სრულად დემონტაჟია და ვიდრე ამ სტრატეგიულ მიზანს მივაღწევთ, ვმუშაობთ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრაზე, რათა მოსახლეობას მიეცეს მიწებზე წვდომის საშუალება. ამჯერადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით გავააქტიურებთ „ცხელ ხაზს“, რომელიც ინციდენტებზე რეაგირების ყველაზე სწრაფი საშუალებაა. ასევე, ამ საკითხს დავაყენებთ მომდევნო კვირაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში. ამასთან, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის  ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი საკითხი, ყველა შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობისთვის მიწებზე წვდომა და მოსავლის აღების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი მთავარი თემა. ვერ ვიტყვი, რომ საოკუპაციო ძალა ხშირად კონსტრუქციულობით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ძალისხმევის მობილიზებით მოხერხდება, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები",  - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის  ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics