|
2017-07-04 13:17:11, 2099 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე დაზარალებული მოვაჭრეები საკუთარ მაღაზიებში შეუშვეს
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე დაზარალებული მოვაჭრეები საკუთარ მაღაზიებში შეუშვეს. დაზარალებულები მაღაძიებსა და მიმდებარე ტერიტორიებს ათვალიერებენ, რათა ნახონ, თუ რა ოდენობის ზარალი მიადგათ. ბაზრობის დირექტორის გოჩა ხეცურიანის განცხადებით, გაიხსნება ქუჩაც და სხვა ბიზნეს სუბიექტები სამუშაო პროცესს განაახლებენ. მისივე თქმით, ის მერიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან მოისმენს შემოთავაზებას, თუ როგორ შეუძლიათ 30-მდე დაზარალებული ადამიანის დახმარება. შეგახსენებთ, რომ მოვაჭრეები მაღაზიებში შესვლას დილიდან ცდილობდნენ, რა დროსაც მათსა და სამარტალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაზარალებულებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ბაზრის ტერიტორიაზე შევიდნენ, თუმცა პოლიციამ მათ მაღაზიებში შესვლის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)