2017-07-03 15:38:31, 2170 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვაში მაშველებმა მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისის ზღვაში მაშველებმა მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი ზღვიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
წყალში მოზარდის გაუჩინარების შესახებ 112-ში შეტყობინება დაახლოებით 1 საათის წინ შევიდა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მაშველთა ორი ჯგუფი მუშაობდა. მოზარდის ასაკი და მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან