08:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 14:09:44, 2154 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ბესელია: უზნეობად მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ტრაგედიის დროს დივიდენდების მოგროვებას იწყებენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ე.წ. ელიავას ბაზრობის დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძართან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი დაშავებული და დაზარალებული ადამიანის შველაა. სრულიად უზნეობად მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოგროვებას. ხდება პოლიტიკური მანიპულაცია. პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დაცლილი მორალური მხარისგან, მესმის კანდიდატების მძაფრი სურვილი, რომ ასეთი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ მაგრამ მერწმუნეთ, რომ ასეთი რამ საზიანოდ მოქმედებს. როდესაც ადამიანს უჭირს და შენ შენი ინტერესებით პროცესში ერთვები, ეს არის სრულიად მიუღებელია", - განაცხადა ბესელიამ. 

მისივე თქმით, მთავარია, რომ დროულად მოხდეს დაზარალებულების დახმარება და გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics