07:57 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 11:45:33, 2001 ნახვა

საზოგადოება
ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი: ხანძარსაწინააღმდეგო წესები დაცული გვქონდა

ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორის გოჩა ხეცურიანის განცხადებით, ხანძრის შედეგად 12-მდე მაღაზია დაიწვა.

ხეცურიანის თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე შევა, რის შემდეგაც ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის დათვლა დაიწყება.

"ზუსტად რამდენი კვადრატი და რამდენი მაღაზიაა დამწვარი გავარკვევთ, ადგილზე ამ მიზნით შევდივართ. ხანძრის გამომწვევ მიზნებს კი სპეციალისტები დაადგენენ. ტერიტორია დაცული იყო და ადმინისტრაციას ხანძარსაწინააღმდეგო წესები კანონმდებლობის შესაბამისად დაცული გვქონდა. დენი 20:00 საათზე დაცვის სამსახურთან შეთანხმებით ითიშება. იმ ეტაპზე გათიშული იყო თუ არა, საქმის კურსში არ ვარ. მე დავიკითხე როგორც დირექტორი და დაკითხვა ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა. ინფორმაცია მივაწოდე, რამდენი კვადრატია, ვის ეკუთვნოდა, ბაზრობა რომელ საათზე იღება და იკეტება. ზარალის ზუსტი ოდენობა მეცოდინება, თუ სპეციალისტები შესვლის დროს დათვლის საშუალებას მომცემენ. საქონელი რამდენ ადამიანს ჰქონდა ვერ გეტყვით, ყველასთან შეხვედრა ვერ მოვასწარი. რამდენიმე მაღაზიის მფლობელს როგორც ვიცი ჰქონდა დაზღვევა. თავად ჩვენი შენობაც დაზღვეული იყო", - განაცხადა გოჩა ხეცურიანმა.

შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics