07:58 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 10:39:51, 2016 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის გამგებლის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზია დაიწვა

დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის დროს საბურავები დაიწვა, ხოლო ავტონაწილების ძირითადი ნაწილი გადარჩენილია.

როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დღის მეორე ნახევრისთვის საინიციატივო ჯგუფის წევრებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცემათ.

მისივე თქმით, იმ შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 15-მდე მაღაზიაა დამწვარი.

ცნობისთვის. ე.წ. ელიავას ბაზრის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. ამასთან, ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და დაზარალებული მოვაჭრეები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics