2017-07-03 10:14:09, 1910 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით, 4 სპეციალური დროებითი მარშრუტია დააწესებული
თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს. ავტობუსები მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან. დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:
მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე, გლდანის მიმართულებით №177, №173 და №39 სკოლებამდე
მეტრო „ვარკეთილიდან“ №117 სკოლამდე
მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე
ტრანსპორტზე დაწესებულების სახელწოდება მითითებული იქნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან