2017-07-02 22:28:33, 2184 ნახვა
საზოგადოება
ხანძარი ხოშარაულის და სხვა მიმდებარე ქუჩებზე მძვინვარებს
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ხოშარაულის ქუჩაზე ავტონაწილების ბაზრობას გაუჩნდა. ამასთან, ცეცხლი ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სამსართულიან შენობას უკიდია, სადაც ავტონაწილები, საბურავები და საღებავები იყიდება.
"ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 20 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
ამ დროისთვის ცცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
ფოტო: სოფო გოგიშვილი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან