08:01 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 14:59:07, 2040 ნახვა

საზოგადოება
სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, დღეიდან უკვე შეეძლებათ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების სიმბოლურ ფასად მიღება.

პირველმა ბენეფიციარებმა საჭირო მედიკამენტები დღეს „პე-ეს-პეს“ შესაბამისი აფთიაქიდან პირველად შეიძინეს და 3 თვის სამყოფ დოზაში მინიმუმ 5 თეთრი და მაქსიმუმ 1 ლარი გადაიხადეს.

წამლების გაცემის პირველ დღეს ბენეფიციარებს და აფთიაქის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე პირადად შეხვდა.  მედიკამენტების გაცემის პროცესისა და პროგრამის დაწყების მონიტორინგის  მიზნით, მან  ბენეფიციარების და „პე-ეს-პეს“ წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ჯერ-ჯერობით „პე-ეს-პეს“ 5 აფთიაქი მოემსახურება  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას, პაციენტები კი პირველ ეტაპზე 13 დასახელების, საერთაშორისო სტანდარტების მედიკამენტებს მიიღებენ.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ აღემატება 100 000-ს და აწუხებთ შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული).

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics