07:05 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 18:13:45, 2132 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და ქუვეითს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა იწყება

მიმდინარე წლის ივლისიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია “Kuwait Wataniya Airways“ შემოდის. 

კონსულტაციები ავიაკომპანიის მიერ ორ ქვეყანას შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელების თაობაზე, საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ქუვეითის სახელმწიფოს სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორატს შორის გაიმართა. 

“Wataniya Airways“ რეგულარულ რეისებს ელ-ქუვეითი - თბილისი - ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. ფრენები 11 ივლისიდან 29 ოქტომბრამდე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს გასცა. 

საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways” ასრულებდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics