|
2017-06-30 11:02:47, 803 ნახვა
რეგიონი
მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ბახმაროს განვითარების გეგმას, რომლითაც ის ოთხი სეზონის კურორტად გადაიქცევა. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა: “ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი, რომელიც მინდა, გამცნოთ, არის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობისთვის დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ბახმაროს ქალაქგეგმარებითი გეგმა გამოდის მთავრობაზე, რომელიც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად შერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის მართლაც ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. ასევე ამ კურორტის კანონზომიერ განვითარებას განსაზღვრავს ყველა იმ კომპონენტით, რომელიც უნდა გააჩნდეს თანამედროვე კურორტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულში დასასვენებელი კურორტი, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ეს კურორტი იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)