19:30 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 16:44:33, 2003 ნახვა

საზოგადოება
მთავარი პროკურორი ირმა ინაშვილს ხვდება

მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს და ამავე პარტიის წევრ ერეკლე საღლიანს ხვდება.

„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ირმა ინაშვილმა პროკურატურაში პროკურორთან, ან მის მოადგილეებთან შეხვედრის მოთხოვნით მიმართვა შეიტანა.

მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა, ირმა ინაშვილი უწყებაში მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ინფორმაციას მიიღებს ინაშვილი მთავარი პროკურორისგან.

„ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ  საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში, უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, ჩვენს მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან შევიტყვეთ.  ვეყრდნობით არაერთ აღნიშნულ გამოძიებას და გვაქვს ინფორმაცია, რომ არაერთი უნიკალური ნაშრომი  საცავებიდან ქრება. აბსოლუტურად დაუცველია ეროვნული საგანძური. ჩვენ ერთხელ უკვე მივმართეთ მთავარ პროკურატურას ეროვნულ მუზეუმში შექმნილ ვითარებაზე და ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ის აღარ გაგრძელებულა. ჩვენ აქ სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ, რომ გავიგოთ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. გვინდა,  შევხვდეთ მთავარ პროკურორს, ან მის რომელიმე მოადგილეს, რათა ის მასალები გადავცეთ, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებიდან მოვიპოვეთ. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ნივთია გამქრალი და ამ ყველაფრის შემდეგ, დავით ლორთქიფანიძის პასუხისმგებლობას ვაყენებთ, რადგან,  მუზეუმებში შექმნილ ვითარებაზე,  სწორედ ისაა პასუხისმგებელი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics