10:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 18:31:35, 2219 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე ირმა ჭკადუა იკითხება

ე.წ ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა გამომძიებლებმა, რომლებმაც აეროპორტიდან მამა გიორგი მამალაძის ბარგი ამოიღეს და მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, დაადასტურეს, რომ საგამოძიებო მოქმედება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა.

„დღეს დაიკითხნენ საქმის გამომძიებლები, რომლებმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამოიღეს მამალაძის ბარგი, რომელშიც აღმოჩნდა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი, ასევე, რომლებმაც გიორგი მამალაძის ბინიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.  ყველა გამომძიებელმა დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედება მათ მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარდა. საზოგადოების სპეკულირება, რომ თითქოს და რაღაც კანონი ოყო დარღვეული, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დარჩა დაუსაბუთებელი და განცხადებები მიმართული იყო საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად“, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს იკითხება ბრალდების მხარის მოწმე ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელმაც ირაკლი მამალაძეს ურჩია, პროკურატურისთვის მიემართა.

ამასთან, პროკურორი ამბობს, რომ პატრიარქის მდივან რეფერენტი, საქმეში დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი მოწმის სახით აუცილებლად  დაიკითხება, თუმცა როდის ეს ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics