|
2017-06-29 17:29:15, 2581 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ ნატო-ში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია
"ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად თანმიმდევრულად და სწორად მივდივართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზაზე", - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია. „ვფიქრობ რომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად თანმიმდევრულად და სწორად მივდივართ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზაზე. რუსეთმა გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის არჩევანი და მეორეს მხრივ არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ევროპული საქართველო, ნატოში გაწევრიანებული საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი სტაბილური საქართველო რეგიონში უსაფრთხოების გარანტია და მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების გარანტიც", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)