11:00 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 15:15:33, 2194 ნახვა

სამართალი
ირმა ჭკადუა: დღეს ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მიხეილ თათარაშვილს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ პრეზიდენტის შვილის მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მოწმეები.

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა სასამართლო ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.

 „პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ თათარაშვილი დააკავეს ქუჩაში, თამარ მეფის 100 ნომერთან, მაშინ როდესაც ისევ ბრალდების მოწმეებმა, ე.წ. სასადილოში მომუშავე პერსონალმა ცალსახად განაცხადა, რომ თათარაშვილი იმყოფებოდა მათთან სასადილოში, ჰქონდა შეკვეთილი ორი მწვადი, ხინკალი, ხაჭაპური, ელოდებოდა ამ ყველაფერს, რა დროსაც შევარდა დაახლოებით 8 პოლიციის თანამშრომელი და გამოიყვანეს თათარაშვილი სასადილოდან“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ და დასძინა, რომ იგივე დაადასტურეს დაცვის მხარის მოწმეებმა მინდია გოგოჭურმა და ლევან მაისურაძემ.

„რომ ისინი იმყოფებოდნენ სასადილოში და არა ქუჩაში და არ ელოდებოდნენ პოლიციელების მისვლას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მიხეილ თათარაშვილს ჰქონდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო. უფრო მეტიც, მას რომც ჰქონოდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო, იმდენად დარღვევებით აქვთ ყველაფერი გაკეთებული, შემთხვევის ადგილზე არც ჩხრეკის და არც დაკავების ოქმის გამოწერას ადგილი არ ჰქონია, რომ მის მიმართ მოსამართლემ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ვასილ სამხარაძის თქმით, მიხეილ თათარაშვილის დაკავება მოხდა თამარ მეფის ქუჩის 100 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე და თავდაპირველად ის დაბა სურამის პოლიციის განყოფილებაში იყო გადაყვანილი.

„საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ თათარაშვილის დაკავება მოხდა თამარ მეფის ქუჩის 100 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის პირველად გადაიყვანეს დაბა სურამის პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი თბილისის პოლიციის განყოფილებაში“, - ამბობს პროკურორი.

აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა 6 ივლისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენეთ, მიხეილ თათარაშვილს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვა-ტარებას ედავება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics