12:49 - 22 Oct, 2026
|
2017-06-29 14:18:04, 2830 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: ლილი გელაშვილმა დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძე ციანიდის შეძენით იყო დაინტერესებული
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, ადვოკატი ლილი გელაშვილი დღეს გიორგი მამალაძის მხრიდან ციანიდის შეძენით დაინტერესების ფაქტზე, მოწმის სახით დაიკითხა. მისი თქმით, ლილი გელაშვილმა ჩვენებაში დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძე ციანიდის შეძენით დაინტერესებული იყო. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდებოდა გიორგი მამალაძეს ციანიდი, პროკურორმა აღნიშნა, რომ ლილი გელაშვილს უშუალოდ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა არ ჰქონია, შესაბამისად, მან ეს ინფორმაცია მხოლოდ ირაკლი მამალაძის გადმოცემით მიიღო. „როგორც ირაკლი მამალაძემ დაადასტურა, რომ ციანიდი მკვლელობის მიზნით სჭირდებოდა გიორგი მამალაძეს, იგივე დაადასტურა ლილი გელაშვილმაც“, - განმარტა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)