|
2017-06-29 13:43:40, 1994 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიამ და სურენ კარაიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს
„საქართველოსა და სომხეთს აქვს ორმხრივი სავაჭრო ურთერთობების განვითარების დიდი პოტენციალი და ჩვენ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ერევანში სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრთან, სურენ კარაიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობის მნიშვნელოვანი საკითხები. გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით 29 ივნისს ერევანში იმართება. მინისტრის თქმით, მსგავსი ფორუმები კარგი საშუალებაა კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონის ქვეყნებში არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალისა და ექსპორტ-იმპორტის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. მინისტრის განცხადებით, პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახდნენ მიმზიდველი პლატფორმა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის მთავრობებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი კერძო კომპანიებს მნიშვნელოვან სავაჭრო ბაზრებზე გასვლისა და დივერსიფიკაციის პროცესებში. გიორგი გახარიამ და სურენ კარაიანმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სექტორზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად ვითარდება. მინისტრების შეფასებით, ეს ტენდენცია გაგრძელდება და ორივე ქვეყანა შეძლებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს აღნიშნულ სფეროში. სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის. ქვეყნებს შორის სამთავრობო დონეზე შექმნილია ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, საინვესტიციო, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)