09:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 12:50:57, 2166 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის მოწმედ, ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის მოწმედ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება, - ამის შესახე ჟურნალისტებს მამალაძის სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ფირცხალავას მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადებიდან გამომდინარე, რომლითაც ის ირკალი მამალაძეს აგენტად და პროვოკატორად მოიხსენიებს, მისი დაკითხვის შუამდგომლობა თავად დააყენეს.  

„ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება, როგორც დაცვის მხარის მოწმე. ფირცხალავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე აგენტი და პროვოკატორია, რომ მას არაერთ საქმეში მიუღია მონაწილეობა როგორც აგენტს და პროვოკატორს.  ბუნებრივია პროვოკაციის სუნი ასდის ამ საქმესაც. პროვოკაციული იყო ის ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც განახორციელა მან მამა გიორგისთან. შესაბამისად, დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ დაეკითხათ ირაკლი ფირცხალავა და მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა“, - აღნიშნა პაატა მეხრიშვილმა და დასძინა, რომ ირაკლი ფირცხალავა მას შემდეგ დაიკითხება, რაც პროკურატურა ბრალდების შუამდგომლობების გამოკვლევის პროცესს დაასრულებს.

ცნობისთვის, ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას ადვოკატი ლილი გელაშვილი აძლევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics