2017-06-29 12:23:02, 2347 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს
საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურად პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე დაინიშნა., - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, ირაკლი ჭუმბურიძემ ეროვნული გვარდიის მეთაურის თანამდებობაზე ლევან გამყრელიძე ჩაანაცვლა. ამასთან, თავად გამყრელიძე უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშედ დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე ამ დრომდე გენერალურ შტაბში, J2-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან