06:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 12:21:22, 2255 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ევროპულ ფასეულობებთან დაპირისპირება საქართველოშიც მიმდინარეობს

„დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ხანდახან ისმის განცხადებები, რომ ევროპული წესრიგი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.

„აქ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ერთიან ევროპულ სამართლებრივ სივრცეს. სწორედ ევროპული ფასეულობები - დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პლურალიზმი, მრავალპარტიულობა, ღიაობა, დიალოგი არის ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლის ირგვლივაც ჩვენი საზოგადოებები, ჩვენი ქვეყნები ვითარდება, მათ შორის, ქართული საზოგადოებაც, რომელიც ამ ღირებულებებს ძალიან მნიშვნელოვნად აფუძნებს. თუმცა ჩვენ უნდა გავიაზროთ ის ფაქტიც, რომ დღეს ჩვენ ვართ მოწმე ამ ღირებულებების მიმართ განხორციელებული გარკვეული კითხვის ნიშნების შესახებ. ჩვენ ვართ მოწმე იმისა, რომ ეს გამოწვევები აქვს ყველა ღირებულებით დისკუსიას, ყველა ღირებულებით ინსტიტუტს და მათ შორის, სასამართლოებს და საკონსტიტუციო სამართლის სივრცესაც. სუვერენიზმი, ევრაზიანიზმი, ტერორიზმი, ევროპული საერთო უსაფრთხოების სივრცე - ეს ის სფეროებია, რომელშიც ძალიან აქტიურად ისმის პროპაგანდისტული კითხვები და ბუნებრივია, ეს კითხვები უნდა იქნას ჩვენს მიერ პასუხისგაცემული. ეს დაპირისპირება ევროპულ ფასეულობებთან საქართველოშიც მიმდინარეობს. პროპაგანდა ევროპული სივრცის წინააღმდეგ საქართველოშიც გამოიხატება სხვადასხვა ფორმით. საქართველოშიც, ხანდახან გაისმის განცხადებები, რომ ევროპული წესრიგი თითქოსდა ხალხის ნებას ეწინააღმდეგება; რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები განსხვავდება ჩვენი სუვერენული არჩევანისგან; რომ უმრავლესობის ნება უპირობოა და არ უნდა იქნას განხილული. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავინახოთ საქართველოში მიმდინარე ასევე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვას ეხება. ამ პროცესში და იმ ცხოველ დისკუსიაში, რომელიც მიმდინარეობს ამ პროცესის ირგვლივ, მნიშვნელოვანია დავრჩეთ ევროპული ფასეულობების ერთგული. ვერანაირი კომპრომისი ვერ გვექნება პლურალიზმის, მრავალპარტიულობის, კონსენსუსი ღირებულებებთან მიმართებაში, იქედან გამომდინარე, რომ სწორედ კონსტიტუცია წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომლის ირგვლივაც იგება მთელი სახელმწიფო სისტემა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics