06:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 11:32:28, 2226 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: კონსტიტუციის პროექტზე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები გავაკეთეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური რანგის გადაწყვეტილების მიღების პროცესი საკმაოდ რთულია.

კვირიკაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ძალიან ვაფასებთ ვენეციის კომისიის თანადგომას ჩვენი ქვეყნისადმი და ძალიან ვაფასებ პირადად ჯანი ბუკიკიოს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომელიც იყო საბაზისო საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. გვქონდა საუბარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს.  ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის შეხვედრებს პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან შეხვედრებს ბათუმში მართავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics