|
2015-04-21 13:11:57, 444 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა მონაწილეებს უწყების მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით ბოლო დროს განხორციელებული საქმიანობების ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო. „საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ჩვენ შევიმუშავეთ დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია საქართველო–ევროკავშირის ასოცირების ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებები. ეს დოკუმენტი იქნება სახელმძღვანელო გარემოს დაცვის სამინისტროს შემდგომი მუშაობისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატში, რომ უფრო მეტად ეფექტურად მოხდეს ამ პროექტების განხორციელება. ასოცირების ფარგლებში ძალიან ბევრი ვალდებულებებია. ჩვენი მიზანია, რომ პირველ რიგში ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მდგრადი განვითარების წინაპირობების დანერგვას, გარემოსდაცვითი კუთხით“, – განცხადა ელგუჯა ხოკრიშვილი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი თავების განხორციელების საგზაო რუკები, რომელიც სამინისტრომ ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავა. „აღნიშნული რუკები უზრუნველყოფს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, ასოცირების შესახებ შეთანხმების ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ევროკავშირსა და სასქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება ის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც საქართველო მეტად დაუხალოვდება ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების როლს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა თუ ქვეყანაში მდგრადი განვითრების ხელშეწყობის წინაპირობების შექმნაში“, – აცხადებენ სამინისტროში. შეხვედრას სასქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწსრებოდნენ, მათ შორის ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)