|
2017-06-29 10:55:43, 2928 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპის მრჩეველს, კარდინალ ჯორჯ პელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ფინანსურ საკითხებში რომის პაპის მრჩეველს და ავსტრალიაში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელს, კარდინალ ჯორჯ პელს სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჯორჯ პელი ვატიკანის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომელსაც სექსუალური ხასიათის ბრალდება აქვს წაყენებული. ამასთან, ადგილობრივი საგამოძებო ორგანოები კონკრეტულ ფაქტებს და პიროვნებებს, რომლებზეც კარდინალი სავარაუდოდ ძალადობდა არ ასახელებენ. სამართალდამცველების თქმით, კარდინალის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარია დაწერილი. ავსტრალიის კათოლიკური ეკლესია აცხადებს, რომ ჯორჯ პელი თავის დანაშაულს არ აღიარებს და აპირებს "საკუთარი სახელი მსგავსი ბრალდებებისგან განწმინდოს". მედიის ცნობით, კარდინალი ვალდებულია 18 ივლისს მელბურნის სასამართლოში წარსდგეს. მასთან ერთად სასამართლოს კარდინალის პირადი ექიმიც დაესწრება. კარდინალი პელი ავსტრალიიდან ვატიკანში 2014 წელს გაიწვიეს და ფინანსური საკითხების მართვა ჩააბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)