06:00 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 11:09:09, 1942 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ გურიისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 130 სახლი შეისყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით გურიისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები  130  ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა იმერეთისა და გურიის რეგიონებში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის  გადაცემული სახლები დაათვალიერა.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წელია ეკომიგრანტების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტი მოქმედებს, რომელიც წლის განმავლობაში  იყო გაჩერებული.

„ისეთ ოჯახებში ვიყავით, რომლებსაც ღამეები არ ეძინათ იმის შიშით როდის ჩამოინგრეოდა მათი სახლი. დღეს,  მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები  და მიწის ნაკვეთები აქვთ. ამ ადამიანებს გაუჩნდათ არა მხოლოდ უსაფრთხო საცხოვრებელი, არამედ გაუჩნდათ კარგი შემოსავლის წყაროც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ეკომიგრანტი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში,  კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. 

თანხის  მაქსიმალური რაოდენობა 25 000 ლარს შეადგენს.  

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე  400-მდე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics