|
2017-06-28 22:44:06, 1936 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტმა უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასს უმასპინძლა
„ჩვენი ქვეყანა სამაგალითოდ უმასპინძლებს უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ქუთაისის პარლამენტის სასახლეში განაცხადა, სადაც უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, ჩემპიონატის თასი მიიტანეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო და მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საქართველო ჩემპიონატს სამაგალითოდ უმასპინძლებს. „მოხარული ვართ, რომ საქართველო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩვენთვის ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ტურნირია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა სამაგალითოდ უმასპინძლებს მას. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. „2-დან 15 ივლისამდე, საქართველო მასპინძლობს უპრეცედენტო საფეხბურთო ღონისძიებას. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, გორი და თბილისი ემზადებიან ამ ტურნირის ჩასატარებლად. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ მობრძანდნენ თამაშზე. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზება და აგრეთვე, სპორტული წარმატება“, - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. ვეტერანი ფეხბურთელის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი თითოეულ ფეხბურთელს ქვეყნისთვის წარმატების მოტანისა და საკუთარი თავის წარმოჩენის დიდ შანსს აძლევს. „2 ივლისიდან საქართველოს პორტუგალიის, ჰოლანდიის, გერმანიის, ბულგარეთის, ინგლისის, შვედეთის და ჩეხეთის 19 წლამდე ნაკრები გუნდები ეწვევიან, რომლებიც კონტინენტის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ეს არის უდიდესი შანსი თითოეული ფეხბურთელისთვის, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და პირველ რიგში, წარმატება მოუტანოს თავის ქვეყანას“, - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა. 2017 წლის 2-15 ივლისს თბილისი და გორი უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობაზე მასპინძელი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად, შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ინგლისის, გერმანიის, ბულგარეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაზე, 2 ივლისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)