04:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 21:51:50, 1844 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

 თბილისის მერი დავით ნარმანია პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ეროვნული  არქივიდან სასტუმრო Holiday inn-მდე მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოების დათვალიერების პარალელურად, თბილისის მერმა, შესაბამისი კომპანიების და მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, პეკინის ქუჩაზე ტროტუარების გაფართოებისა და ველობილიკების მოწყობის გეგმა განიხილა  და   პასუხისმგებელ პირებს კონკრეტული დავალებები ადგილზე მისცა.

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის განახლების და გზის საფარის აღდგენის შემდეგ იგეგმება ტროტუარების 70 სანტიმეტრით გაზრდა და ასევე, ველობილიკების მოწყობა.  

 „სამუშაოები ტარდება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით. როგორც ჩვენი კონტრაქტორი, ასევე კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოების მონიტორინგს მე პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში, შტაბში თუ ადგილზე მოსვლით ვახორციელებ იმ ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად,  რომელიც  საჭიროა სამუშაოების გეგმით გათვალისწინებულ  ვადაში დასასრულებლად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია პეკინის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გაცემული დავალებების დაწესებულ ვადაში შესრულების მონიტორინგს  ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. ამასთან, მასშტაბური სარეაბილიტაციო  სამუშაოების ვიდეომონიტორინგი  26 მაისის მოედანზე არსებული შტაბიდან 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

ამჟამად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრული განახლების სამუშაოებს ახორციელებს. 

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics