15:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 16:29:19, 3400 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ პროკურატურასთან აქციას მართავს

„პატრიოტთა ალიანსი“ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც აქციის ორგანიზატორმა და „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს მუზეუმებიდან დაკარგულია ნივთები, რომლის შესახებაც მათ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, რათა გამოძიება დაწყებულიყო.

ირმა ინაშვილის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო, თუმცა აღარ გაგარძელებულა.

ამასთან, ინაშვილმა პროკურატურის მიმღებში მთავარი პროკურორის მოადგილეებთან შეხვედრის მოთხოვნით, მიმართვა შეიტანა.

„ჩვენ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უმძიმესი ვითარებაა შექმნილი საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში, ჩვენს მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან შევიტყვეთ. ჩვენ ვეყრდნობით არაერთ აღნიშნულ გამოძიებას და გვაქვს ინფორმაცია, რომ არაერთი უნიკალური ნაშრომი ქრება საცავებიდან. აბსოლუტურად დაუცველია ეროვნული საგანძური. ჩვენ ერთხელ უკვე მივმართეთ მთავარ პროკურატურას ეროვნულ მუზეუმში შექმნილ ვითარებაზე და ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ის აღარ გაგრძელებულა. ჩვენ აქ სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ, რომ გავიგოთ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. გვინდა შევხვდეთ მთავარ პროკურორს ან მის რომელიმე მოადგილეს, რათა ის მასალები გადავცეთ, რომელიც ჟურნალისტური გამოძიებიდან მოვიპოვეთ. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ნივთია გამქრალი და ამ ყველაფრის შემდეგ, დავით ლორთქიფანიძის პასუხისმგებლობას ვაყენებთ, რადგან, სწორედ ის არის პასუხისმგებელი მუზეუმებში შექმნილ ვითარებაზე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics