04:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 12:35:05, 1886 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს 1-ელი ივლისიდან კონდიციონერის ჩართვას ავალდებულებს

1-ლი ივლისიდან კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას ავალდებულებს - ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

გარდა ამისა, როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და სეზონურად შეუმცირებს ყოველდღიურ გადასახდელს.

„კომპანიამ ზაფხულის დადგომამდე სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდენციონერი, გარდა ამისა კომპანია ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და სეზონურად შეუმცირებს ყოველდღიურ გადასახდელს. 

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიმართავს მგზავრებს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში, დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტ: 2 200 340.

ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს, გაასაჯაროებენ რეაგირების შედეგებს! იმ შემთხვევაში თუ შემოვა შეტყობინება რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები, კერძოდ, 1. პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება; 2. მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვა; 3. მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics