|
2017-06-28 11:10:48, 2232 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი ყოფილი მოსამართლეებისათვის განსხვავებული ოდენობის კომპენსაციის დანიშვნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს
საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილი მოსამართლეებისათვის განსხვავებული ოდენობის კომპენსაციის დანიშვნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული: „სახალხო დამცველმა 2017 წლის 23 ივნისს სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლითაც სადავოდ მიიჩნია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 27 ნოემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე–2 პუნქტის კონსტიტუციურობა. საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპენსაცია არ გავრცელდა ყოფილ მოსამართლეთა გარკვეულ კატეგორიაზე, რაც მათ არახელსაყრელ სამართლებრივ და მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიური სტატუსის მქონე საერთო სასამართლოს იმ მოსამართლეებთან შედარებით, რომელთაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ 2012 წლის 1 სექტემბრამდე და 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, რასაც არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ხოლო გამოყენებული საშუალება დასახული მიზნის არაპროპორციულია. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სოციალური გარანტიის დაცვის თვალსაზრისით, ანალოგიურ გარემოებებში მყოფი საერთო სასამართლოს მოსამართლეთა შორის დიფერენცირება დისკრიმინაციული ხასიათის მატარებელია, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლისა და 21–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)