სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთზე  ღონისძიებას „ხორბლის მინდვრის დღე 2017“ დაესწრო.

" />
04:47 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 11:07:31, 1836 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი „ხორბლის მინდვრის დღე 2017“ დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთზე  ღონისძიებას „ხორბლის მინდვრის დღე 2017“ დაესწრო.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ჯიშების არსებობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს საკანონმდებლო ბაზა ჯიშთა სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ, რომელიც ქმნის წინაპირობას, გვქონდეს მაღალხარისხიანი, მაქსიმალურად სანდო სათესლე მასალა. სწორედ ამისთვის იქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთები და სამრეწველო ჯიშთა  გამოცდის შედეგად მიღებული სათესლე მასალა კომერციულად ხელმისაწვდომი ხდება ფერმერებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„აგროსფეროს” და მისი პარტნიორი სათესლე მასალის მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის „საათბაუ” ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადემონსტრაციო ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო კომპანიის „საათბაუ“ წარმოებული საშემოდგომო ხორბლის ჯიშები: ამანდუსი, აქტივუსი, გალუსი, ამიკუსი, ლუპუსი და ბალიტუსი, ასევე საშემოდგომო ქერი „კარმინა” და ტრიტიკალე „ჰელტოპი”.

ღონისძიების ფარგლებში ფერმერები ნაკვეთზე ჩატარებულ აგროტექნიკურ სამუშაოებს გაეცნენ და  წარმოდგენილი ჯიშების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

სამომხმარებლო ბაზრისთვის შეთავაზებამდე „აგროსფერო” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგულარულად ცდის შესათავაზებელ სათესლე მასალას და მიღებული შედეგებისა და ანალიზის საფუძველზე არჩევს ადგილობრივ კლიმატურ პირობებსა და გარემოზე მორგებულ ჯიშებს. 

კომპანია მუდმივად იწვევს ფერმერებსა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს ღონისძიებებზე და დეტალურად აცნობს წარმოდგენილი კულტურების ახალ ჯიშებსა და მათი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს.

გამართულ ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე და გიორგი ჩხეიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე, მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის წარმომადგენლები და სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფერმერები ესწრებოდნენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics