04:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 18:40:31, 1879 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სასწავლო კურსი მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი მიმდინარეობს.

ტრენინგში მონაწილეებმა წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია. მათ საშუალება აქვთ გაეცნონ საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას,  შეიძინონ ამ სფეროს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 

სწავლება მოიცავს 10 აკადემიურ საათს. ეროვნული არქივის სპეციალისტები ტრენინგის მონაწილეებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია, მისი ამოცანები, ფუნქციები და მოვალეობები; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები; საქმეთა ნომენკლატურა და მისი სახეობები; დაწესებულებაში საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი  ექსპერტიზა; დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება; მოთხოვნები არქივის სათავსების მიმართ და დოკუმენტების შენახვის რეჟიმები; დაწესებულების დოკუმენტური და საარქივო ფონდი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. 

სწორედ ამიტომ ეროვნული არქივი პერიოდულად ატარებს სასწავლო კურსებს როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics