|
2017-06-27 18:29:55, 741 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს ჩხუტუნეთის სკოლა განახლებული შენობით შეხვდება. შენობა სრულად რემონტდება. იცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები და იატაკი. პროექტი ითვალისწინებს ასევე ელქტროტექნიკურ, წყალ-კანალიზაციის, სუსტი დენების, სახანძრო სიგნალიზაციის და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოებს. მოეწყობა ღია ხელოვნურსაფარიანი მოედანიც. ამ დროისათვის დასრულებულია სახურავი, გაყვანილობები, აშენებულია საქვაბის შენობა, სრულდება ფასადის და შიდა სამღებრო სამუშაოები. ქვეპროგრამის - ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება" ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს უნივერსალს" შორის 2017 წლის 29 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთის სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. ხელშეკრულების ღირებულება 349 335 ლარია. მთავრობის თავმჯდომარე სკოლის შენობასთან შეკრებილ მაჭახლის ხეობის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)