|
2017-06-27 17:35:17, 1899 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღების ექთნები გადამზადების კურსს გაივლიან
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ექთნები გადამზადების კურსს გადიან - სწავლებას ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა უზრუნველყოფს. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ტრენინგები დღეს დაიწყო და პირველ შეხვედრას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ასევე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ. მათ ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ბაღებში დასაქმებული ექთნები აქამდე არასდროს გადამზადებულან. თემურ თორდინავას განცხადებით კი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კადრების კვალიფიკაციის ამაღლება სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ტრენინგები ორ დღეს გაგრძელდება. კურსის მთავარი თემა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას დაეთმობა. სწავლება შეეხება პირველად სამედიცინო დახმარებას გულის გაჩერების, სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობის, გულის წასვლის, სისხლდენის, კრუნჩხვის, ანაფილაქსიის, ტრავმების და სხვა ხშირი სამედიცინო მდგომარეობების დროს. ტრენინგი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მასალას მოიცავს. მსმენელები იმ ღონისძიებებს შეისწავლიან, რომელსაც დროის იმ მონაკვეთში უნდა მიმართონ, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გახდება ხელმისაწვდომი. ტრენინგზე მოწოდებული მასალა თანამედროვე, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ პროტოკოლებს ეფუძნება. ტრენინგს პროფესორი ირინა წირქვაძე გაუძღვება, რომელიც კომპანია „ევექსის“ ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ხელმძღვანელობს. ის ამავდროულად ამერიკის გულის ასოციაციის და ქირურგთა კოლეჯის სერთიფიცირებული ტრენერია. (NS)
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)