12:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 11:27:19, 709 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიტით ქვემო სილეზიაში იმყოფებოდა

20-23 ივნისს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ოფიციალური ვიტით ქვემო სილეზიაში იმყოფებოდა.

პოლონეთში მინისტრთან ერთად ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, ტრანსპლანტოლოგი კახაბერ ქაშიბაძე იმყოფებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ქვემო სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალთან ჯანდაცვის საკითხებში ეჟი მიხალაკთან და მარშალის ოფისის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. გადაწყდა, რომ მომზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო სფეროში არსებული სახელმწიფო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების გრძელვადიან თანამშრომლობას, საგანმანათლებლო და პრაქტიქული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში, აჭარის რეგიონის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, ქვემო სილეზიის რეგიონული საავადმყოფოების დირექტორებთან და ექიმებთან. ფირმების წარმომადგენლებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვემო სილეზიის საავადმყოფოების აღჭურვას სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით.

ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, ქვემო სილეზიასთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. 2016 წლის დეკემბერში შედგა აჭარის ექიმებისა და ექთნების სამედიცინო ჯგუფის ვიზიტი ქვემო სილეზიაში, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ქვემო სილეზიაში ყოფნისას ქართველ ექიმებსა და ექთნებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მილიჩის სამედიცინო ცენტრში, რაიონულ საავადმყოფოში, ვოლოვის კლინიკურ საავადმყოფოსა და ვროცლავის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ გამოცდილებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics