03:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 13:08:40, 1687 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა დასავლეთ საქართველოში საიუბილეო ტურნე გამართა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დასავლეთ საქართველოში დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტები ბათუმსა და ფოთში გამართა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლმა ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები წარადგინა. ისმოდა ქართულ-აფხაზური უძველესი სიმღერებიც. ღონისძიებაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი. საზოგადოებამ იხილა ქორეოგრაფიის თითქმის მივიწყებული ნომრები და მაღალი შეფასება მისცა სახელმწიფო ანსამბლის შემოქმედებას.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ფოთის ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის მუსიკალური საზოგადოების დიდი ნაწილი, ფერიის სკოლის პედაგოგები, „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელები, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია - „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ ბათუმის კლუბის წევრები, აჭარაში მცხოვრები აფხაზების შთამომავლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.

26 ივნისს  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ქალაქ ზუგდიდს  ესტუმრება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics