05:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 12:29:28, 2528 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს - „გადავწყვიტე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კენჭი ვიყარო“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის საქართველოს პარლამენტს ტოვებს და კენჭს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იყრის. 

როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. 

"ამ უძველეს ადგილას ქართველმა ერმა თავის დროზე დიდი გამარჯვება მოიპოვა, სწორედ ამიტომ, სიმბოლურად დღეს აქ შევიკრიბეთ. ვაცხადებთ გადაყვეტილებას გადამწვეტ ბრძოლაში შესვლის თაობაზე. ჩვენ აქ მოვედით რათა ერთად დავიწყოთ მოძროაბა უიმედობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბესა და ოლიგარქიის, ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად. 5 წელია ხელისუფლება თესავს სიძულვილს, თუმცა ჩვენ გვინდა თბილისი დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე. გვინდა თბილისი იყოს ბედნიერი და წარმატებული ადამიანების. ეს არ იქნება რიგითი არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ამ რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს თუ როგორი ქვეყანა და ქალაქი გვექნება ჩვენ. ამ ქალაქში , 2017 წლის ოქტომბერში ჩვენ უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა კორუმპირებულ და მავნებლურ ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყება ჩვენი დედაქალაქიდან. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტი და ამ ქალაქის, ამ ქვეყნის გადასარჩენად და "ქართული ოცნების" დასამარცხებლად ვიბრძოლო თბილისის საკრებულოდან. დღეს ვაცხადებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე და სწორედ აქედან შევუტიოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ერთად დავამარცხებთ უკუსვლას", - აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატიც წარადგინა. პარტიის სახელით მერობისთვის ზააალ უდუმაშვილი იბრძოლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics