|
2017-06-25 18:16:08, 854 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ნოვას ახალი ფილიალი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია შპს ,,ნოვას" ადლიის ფილიალის გახსნას დაესწრნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ახალ საწარმოში 40-ზე მეტი დასახალების სამშენებლო პროდუქტი მზადდება, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშნელოვანია. ,,როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ახალ მშენებლობებზე, გვჭირდება მეტი საწარმო, მეტი ქარხანა. ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ეს საწარმო სარგებლობს 2 მლ დოლარის სესხით სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში. თქვენ ხედავთ, რომ აშენდა თანამედროვე ტიპის საწარმო მრავალფეროვანი პროფილით. აქ მზადდება 40-ზე მეტი დასახელების სამშენებლო პროდუქტი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. შპს ,,ნოვას" ადლიის ფილიალი ,,აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში აშენებული საწარმოა. საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს შპს „ნოვას" ტექნიკურმა დირექტორმა რამაზ ირემაძემ გააცნო. სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვა" 2007 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ საწარმოებში იქმნება 40-ზე მეტი დასახელების სამშენებლო პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ კომპანია ხარისხის დამადასტურებელ სათანადო სერთიფიკატებს ფლობს, რაც პროდუქციის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას ადასტურებს. შპს „ნოვას" ადლიის ფილიალის განვითარებისთვის დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსდა „აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში, დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზება კი კომპანიამ თავად შეძლო. ამ დროისთვის კომპანიაში სულ 215 ადამიანი, ხოლო ადლიის ფილიალში 54 ადამიანია დასაქმებული. შემდეგი ორი წლის განმავლობაში იგეგმება დამატებით 20-30 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა. სულ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში აჭარის რეგიონში დაფინანსებულია 21 პროქტი,რომელთა ინვესტიციის ჯამური მოცულობა 35 536 966 ლარს შეადგენს. (NS)
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)