2017-06-25 16:12:24, 2911 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 140 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 140 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი მკურნალობას საავამდყოფოში გადის.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
ტანკერი ქალაქ ბაჰავალპურთან მოსახვევში ამობრუნდა. შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რა დროსაც ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა.
სამაშველო სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი სიგარეტის ნამწვსაც გამოეწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან