|
2017-06-24 12:53:19, 2098 ნახვა
კომენტარი
ნინო გვენეტაძე: სამართლიან კრიტიკას არ გავურბივართ
„ჩვენ არ გავურბივართ სამართლიან კრიტიკას“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საბჭომ წინ წარმატებული ნაბიჯები გადადგა. "ბუნებრივია კრიტიკის შემცირებასაც ველოდებით. ჩვენ არ გავურბივართ სამართლიან კრიტიკას. მზად ვართ ეს კრიტიკა გავიზიაროთ. მოგეხსენებათ წინა 4 წლის განმავლობაში საბჭოს სხდომები აბსოლუტურად ღია იყო, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება დასწრებოდა საბჭოს და მოესმინა მსჯელობა. შეიძლება ის არ იყო კმაყოფილი ყველა მიღებული გადაწყვეტილებით, მაგრამ ამ მხრივ საბჭოს ნამდვილად აქვს წინსვლა და ის სრულიად გახსნილია. არასამთავრობოების მიერ ასევე საბჭოს მუშაობის მონიტორინგი ხორციელდება და ვფიქრობ, რომ საბჭოს გარკვეული წარმატებები ამ 4-ელიან პერიოდში მაინც გააჩნდა", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრი, საბჭოს მდივანი და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრები უნდა აირჩიონ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)