|
2017-06-24 12:36:26, 3090 ნახვა
მსოფლიო
„ჩავესი ცოცხალია“ - ვენესუელაში პარლამენტის შენობაზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
ვენესუელაში, პარლამენტის შენობაზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პარლამენტის შენობას თავს შეიარაღებული ჯგუფები დაესხნენ. კერძოდ, ეროვნული ასამბლეის თანამშრომლებმა დამფუძნებელთა კრების საწინააღმდეგოდ, პროტესტის ნიშნად მშვიდობიანი აქცია ჩაატარეს, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა პარლამენტის კარი შეამტვრიეს და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებს ჯოხებისა და ქვების სროლით დაემუქრნენ. თავდამსხმელებმა კედლებზე დაწერეს: "ჩავესი ცოცხალია" , "თქვენ მხოლოდ 35 დღე დაგრჩათ“. ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უნდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)