|
2017-06-24 12:00:25, 2854 ნახვა
მსოფლიო
ყატარი არაბული ქვეყნების ულტიმატუმს არარეალურად მიიჩნევს
ყატარის მთავრობამ სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან დიპლომატიური ბლოკადის შეწყვეტის სანაცვლოდ წაყენებული ულტიმატუმის შესრულებას არარეალური უწოდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ყატარის მთავრობის პრესსპიკერმა შეიხ საიფ ალ-ტანიმ განაცხადა, ოფიციალური დოჰასადმი წაყენებული პირობები იმდენად აბსურდულია, რომ დიპლომატიური იზოლაცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს არაბული ქვეყნების მიზანს. „ახლა კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ, რომ სინამდვილეში ბლოკადის მიზეზი ყატარის სუვერენიტეტის შელახვაა და ამას არავითარი კავშირი არ აქვს ტერორიზმთან“, - განაცხადა ალ-ტანიმ. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყატარის ხელისუფლება ულტიმატუმების სიას განიხილავს და შესაბამის პასუხს ამზადებს. ცნობისთვის, ოთხმა ქვეყანამ, რომლებმაც ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, ოფიციალურ დოჰას მოთხოვნების სია გაუგზავნა. ქვეყნები აცხადებენ, რომ თუ ყატარი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ისინი დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ. ერთ-ერთი მოთხოვნა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" დახურვაა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)