|
2017-06-24 11:20:14, 2456 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: უკრაინაში და საქართველოში ოლიგარქებთან დათმობებს არ ვაპირებ, ვიბრძოლებ ბოლომდე
„არავის არ ვაპირებ დავუთმო, მითუმეტეს ოლიგარქებს და მითუმეტეს კორუმპირებულ კასტას საჯიჯგნად ჩემი საყვარელი უკრაინაც“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა მის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებები აქვს. „პოროშენკოს აქვს მოლაპარაკება ივანიშვილთან, საერთოდ ეჭვს არ იწვევს ეს. რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა, ხალხი გამომიგზავნეს, რომ მივეხვედრებინე. მერე პირდაპირ მითხრეს, რომ თუ ახლა არ გაჩერდები, როგორც შემოგიშვით, ისევე გაგიშვებთო. არავის არ ვაპირებ დავუთმო, მითუმეტეს ოლიგარქებს და მითუმეტეს კორუმპირებულ კასტას საჯიჯგნად ჩემი საყვარელი უკრაინაც, მათ შორის, აქ წყდება საქართველოს ბედი. საქართველოში ოლიგარქებთან დათმობებმა სადამდე მიგვიყვანა, ეს იყო ჩემი პირადი შეცდომა, ყველამ დავინახეთ. საქართველო არის განადგურების პირას. უკრაინაში და პარალელურად საქართველოში ოლიგარქებთან დათმობებს არ ვაპირებ და გარიგებებს არც არასდროს არ ვაპირებდი. ვიბრძოლებ ბოლომდე, მაქვს მხარდაჭერა. საერთოდ ეჭვი არ მეპარება რომ შეხვდება. ოლიგარქი ოლიგარქს ყოველთვის ხვდება. ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს. პოროშენკო ასევე ჰგავს ერთ ადამიანს ძალიან, რომელსაც მე ვიცნობ, ეს არის ედუარდ შევარდნაძე. ასე რომ, ზუსტად ვიცი, ედუარდ შევარდნაძესთან როგორი მეთოდებით მქონდა ურთიერთობა ბოლო წლებში, ზუსტად ვიცი, ოლიგარქებთან როგორ უნდა მქონოდა ურთიერთობა და რა შეცდომები დავუშვი. ამიტომ ამ ორი გამოცდილებით გამდიდრებული და იმ პირობებში, როდესაც ენერგია საკმარისზე მეტი მაქვს, მაქვს საბრძოლო განწყობა, ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ და ბოლომდე მივიყვანთ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ხელახალ გათავისუფლებას“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)