05:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 10:51:51, 2508 ნახვა

პოლიტიკა
2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

საკონსტიტუციო ცვლილებების გარდამავალ დებულებებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არსებული - შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხი აისახა.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებებში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ოთხი წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.

პარლამენტის არჩევის წესზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და ბონუსისთვის დაწესდა ზღვრები.

„37-ე მუხლი არის საკვანძო ნორმა, რომლითაც იცვლება საარჩევნო სისტემა. ძირითადი დებულებებით გათვალისწინებულია გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არა შემდგომი არჩევნებიდან, არამედ გარდამავალი დებულებების თანახმად იმის შემდგომი არჩევნებიდან ამოქმედდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილება. დღემდე ასეთი ცვლილება არც ერთ ხელისუფლებას არ განუხორციელებია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პარლამენტის 150 წევრი აირჩევა პროპორციული წესით და მოქმედებს ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პარტია ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 38-დან 44%-მდე მიიღებს. „ამ შემთხვევაში, შეიძლება შეევსოს შესაბამის პარტიას მანდატები აბსოლუტურ უმრავლესობამდე“,-განმარტა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics