09:42 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 17:56:51, 2581 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის სასამართლომ ლიონელ მესის საპატიმრო ვადა ჯარიმით შეუცვალა

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელ ლიონელ მესის, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ საპატიმრო ვადა ჯარიმით შეუცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ფეხბურთელმა 225 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. ლიონელ მესის 2 მილიონი ევროს გადახდა გასულ წელსაც დააკისრეს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისში ფეხბურთელს და მის მამას 21 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიმდინარე წლის მაისში მესის მამას ვადა 15 თვემდე შეუმცირდა, თავად ფეხბურთელის ვადა უცვლელი დარჩა.

ბრალდების მხარის განცხადებით, ლიონელ მესიმ 4 მილიონ 100 ათასი ევროს ოდენობის გადასახადები არ გადაიხადა. სასამართლო პროცესზე ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ფინანსების განკარგვაში არ მონაწილეობდა და მხოლოდ ფეხბურთით იყო დაკავებული. ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, 2 წელზე ნაკლები სასჯელი პირობითად ითვლება და მსჯავრდებულს არ აპატიმრებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics